02:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 23:22:57, 761 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ენმ-ში გადაჯგუფების და განახლების პროცესი დაწყებულია

გადაჯგუფების და განახლების პროცესი პარტიაში დაწყებულია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია ახალი ძალით იწყებს პოლიტიკურ ცხოვრებას და ყრილობის ჩასატარებლადაც ემზადება.

„იმათ, ვისაც იმედი აქვთ, რომ ახლა რაღაც მოხდება, მინდა იმედი გავუცრუო, არაფერიც არ მოხდება. ნაციონალური მოძრაობა ერთიანია, თუმცა ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ერთი აზრი აქვს ყველას. ასეთი ერთი პარტია - ქართული ოცნება, უკვე გვყავს. გადაჯგუფების და განახლების პროცესი პარტიაში დაწყებულია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საარჩევნო სიას ვადგენდით, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დეტალურად გაივლიან საარჩევნო პროცესს. გაიმართება პარტიის ყრილობა უახლოეს პერიოდში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics