19:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 18:16:41, 834 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არმენ ზარგარიანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნიშური პროდუქტების - თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი, ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების  შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  აღნიშნული ვალდებულებების შესრულება  ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის  მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორც არმენ ზარგარიანმა აღნიშნა,  საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი  მზად არის ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics