01:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 21:23:24, 818 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე: მან და შესაბამისად, მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა, ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა, - ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კობახიზემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს არის დღევანდელი რეალობა და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ".

”მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა, ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა. ეს არის დღევანდელი რეალობა და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, - აღნიშნა კობახიძემ. 

კობახიძემ სამთავრობო გუნდის ფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდის დაკომპლექტება და მასში ცვლილებების განხორციელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ამაზე კომენტარს სწორედ პრემიერი გააკეთებს.

მისი ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებას” აქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს.

”ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ასახულია ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში და ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს ამ გეგმის, წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად. ეს არის ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური დოკუმენტი”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics