|
2016-10-31 18:02:10, 1236 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წარმომადგენლები ვართ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გამოცდა კარგად ჩააბარა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არჩევნები დადებითად ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა და უამრავმა მეთვალყურეებმაც შეაფასეს. "საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის. უამრავმა მეთვალყურემ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, დიპლომატიურმა წრეებმაც დადებითად შეაფასეს. გარდა ამისა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ 3 700 საარჩევნო უბანი იყო საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ნორმებიდან გადახრის. მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა თავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წარმომადგენლები ვართ", - აღნიშნა ვოლსკიმ. მმართველი გუნდის წევრმა, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას და ადამიანებსაც, ვინც ორგანიზებას უკეთებდა არჩევნებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიულ ჯგუფს უჭერდა მხარს. სამწუხაროა, რომ დარჩა პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარკვეულ თემებზე, ამას წამოძახილის სახე აქვს. ამ ნიჰილიზმის პოპულარიცაზიის თემით დაკავებული ხალხი არასწორად იქცევა, გარდა იმისა, რომ ობიექტურები არ არიან. ქვეყნისთვისაც ცუდ საქმეს აკეთებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)