01:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 15:33:07, 678 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის შეეძლოს, კონსტიტუცია ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუცია ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე.

„ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics