05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:54:39, 2052 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

მხარეებმა განიხილეს არსებული ეკონომიკური დერეფნების გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების პერსპექტივა, რაც ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომლის მშენებლობის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი გაზრდის ტვირთნაკადს და მოიზიდავს დამატებით ტვირთს, როგორც ევროპიდან, ისე - აზიიდან.

მხარეები, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში მოხდება იმ პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის ექსპორტის პოტენციალიც ორი ქვეყნის ბაზარზე არსებობს.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ინდუსტრიული მიმართულებით. საქართველომ, ინდუსტრიულ სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესება გამოთქვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის  სამმხრივი ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი ფორუმის შესახებ, რომელიც 16 ნოემბერს სტამბოლში, სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics