03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:27:02, 1537 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანიმრავალი წელია ახორციელებენ. 

შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ის საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებს და ამმიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
„აზერბაიჯანული ინვესიტიცები, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ძალიან მოცულობითია და შეიძლება ითქვას, რომაზერბაიჯანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით, პირველ ადგილს იკავებს.

შეხვედრაზე განხილული იყო ენერგეტიკის საკითხები-  მოგეხსენებათ, „სოკარი" აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. 
 
ჩვენთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც და მომავალი წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ ამ მიმართულებით.

უახლოეს მომავალში, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბინზესპროექტებს დაიწყებენ,  რათა ორივე ქვეყნის ეკონომიკა უფრო პროგრესირებადი იყოს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics