|
2016-10-27 12:52:09, 1295 ნახვა
სხვადასხვა
WWF: მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა
მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა, - ამის შესახებ BBC მსოფლიოს ველური ბუნების ფონდზე დაყრდნობით იუწყება. როგორც WWF-ის ანგარიშშია ნათქვამი, 1970-დან 2012 წლამდე ცხოველების სხვადასხვა სახეობის რაოდენობის ამსახველი ინდექსი 58%-ით შემცირდა. ფონდმა ინდექსი ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება. როგორც WWF-ში განმარტავენ, ცხოველების პოპულაციის შემცირება ადამიანის საქმინობას უკავშირდება. ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების რაოდენობის შემცირების მიზეზებად გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ნადირობა, ასევე ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატება სახელდება. ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა შემცირდა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ცხოვრობენ. ექსპერტების შეფასებით, ბოლო 40 წლის განმავლობაშო მტკნარ წყალში მობინადრე ცხოველების პოპულაცია 81%-ით შემცირდა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)