03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:57:52, 1526 ნახვა

ეკონომიკა
ბუცხრიკიძე საბანკო ტრანზაქციებზე: შესაძლოა, ამას ლარზე შესაბამისი ეფექტი ჰქონოდა

„შესაძლოა ამას რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაბამისი ეფექტი ჰქონოდა“,-ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი  ვახტანგ ბუცხრიკიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ლარის გაუფასურება გარკვეულწილად საბანკო სექტორში განხორციელებულმა დიდმა ტრანზაქციამ გამოიწვია.

ბუცხრიკიძის თქმით, „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული ტრანზაქციები უკვე დასრულებულია.

„შესაძლოა ამას რა თქმა უნდა რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაბამისი ეფექტი ფქონოდა. ჩვენ როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ვაკეთებდით ოპერაციებს.  ტრანზაქცია უკვე დამთავრებულია და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით თემა დახურულია.  ჩვენი ტრანზაქცია დაახლოებით 105 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო“,-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics