14:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 14:53:10, 687 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე: არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ჩვენ პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენი მდგომარეობა არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. მინდა კარგად და ნათლად იყოს გასაგები ყველასთვის. ჩვენ აღარ ვართ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრები.  აქედან გამომდინარე, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. ესეც მინდა მკაფიო და ნათელი იყოს ყველასთვის. არანაირი შემოთავაზებები და მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ზურა აბაშიძემ.

ზურა აბაშიძემ საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრივ სახელმწიფოს ცუდი გამოცდილება აქვს.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხს. ჩვენს ქართულ სახელმწიფოს აქვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება საკონსტიტუციო უმრავლესობის, რომელიც ბოროტად იყო გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალის და ერთი პიროვნების ხელში. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად კონსტიტუცია შესაცვლელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე რომ, გამოვთქვამ იმედს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში ეს საკითხი - თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, არ იქნება ბოროტად გამოყენებული, იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისა“, - განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics