|
2016-10-24 15:15:45, 712 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ბინათმესაკუთრეთა პროგრამის ფარგლებში განხროციელებულ პროექტებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 191 941 ლარი დაიხარჯა
გლდანის რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე მოხდა ლიფტის რეაბილიტაცია, 1 ობიექტზე მოწესრიგდა შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და 1 ობიექტზე დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან, 191 941 ლარი გამოყო. "ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად ვხვდებოდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს, რა დროსაც, დაახლოებით 300-მდე კორპუსის თავჯდომარეს შევხვდი. შეხვედრებზე განვიხილავდით თითოეული კორპუსის პრობლემებს, საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ვმსჯელობდით. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება იმაში, რომ პროექტების მიზნობრიობა სწორად განსაზღვროთ. ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებ ცალკეულ კორპუსებში სტუმრობას, რათა ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,’’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაობი კიდევ არა ერთ მისამართზეა დაგეგმილი. კერძოდ, უახლოეს პერიოდში 14 კორპუსის სახურავი განახლდება, 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტს, 2 მისამართზე დამონტაჟდება მეტალის კარი, 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ, 2 კორპუსის სართულ შუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება და 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, 200 000 ლარამდე გამოყოფს. გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემები შეაჯამა. ამ მონაცემების მიხევდით, 1 450 305 ლარით, 162 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფინანსდა. (NS)
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)