|
2016-10-24 11:48:15, 1267 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა იმართება. კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნენს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ასევე ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგები წარმოადგინეს და სამომავლო პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაზე იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში პრევენციისა და კონტროლის ძირითად სტრატეგიებსაც მიმოიხილავენ და C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ინდიკატორებსა და სამიზნეებს განსაზღვრავენ. „დღეს დაიწყო რიგით მეორე კონფერენცია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსი, რომელიც ეძღვნება საქართველოში ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტს. მართლაც ბედნიერი ვარ, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ძალიან წარმატებულად მიდის და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ისინი ჩამოვიდნენ დღეს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, ეს ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, კიდევ უფრო როგორ გავაუმჯობესოთ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ იმკურნალებს: „ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩართულობის კრიტერიუმი საერთოდ მოგვეხსნა და ნებისმიერი, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღებს ამ მკურნალობას. თუ შარშან შეგვეძლო 700-800 პაციენტის პროექტში ჩართვა თვის განმავლობაში, ახლა უკვე ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არაა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. ამ დროისთვის მკურნალობაში 20. 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო. 9 671 პაციენტმა კი მკურნალობა უკვე დაასრულა. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგება. შეხვედრას ჯგუფის თავმჯდომარე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი ჯონ ვორდი, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“, ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი კლინიკების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებიან. პირველი საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა.
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)