04:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 23:30:21, 807 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: მე ვიცი, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უპირატესობით იგებს

მე ვიცი, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი უპირატესობით იგებს, - ამის შესახებ დევინილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა. 

მისი თქმით, განმეორებითი არჩევნები ოთხივე უბანზე მშვიდ გარემოში ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგს მიაღწია ”ქართულმა ოცნებამ” მარნეულში, თუმცა იცის, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვეს. 

​”აღსანიშნავია, რომ მარნეულში სიმშვიდის გარანტი პოლიციასთან ერთად იყო ადგილობრივი მოსახლეობა, უხუცესები, რომლებმაც თქვეს, რომ არ დაუშვებენ მათ სოფელში იმის გამეორებას, რაც გააკეთა 8 ოქტომბერს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. მე ვიცი, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით იგებს ”ქართული ოცნება”. იმედი გვაქვს, რომ აქაც მოვიგებთ, თუმცა ჯერ ხმის დათვლა არ დასრულებულა და ამიტომ წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ. დარმწუნებული ვარ, ყველა მეორე ტურში გამარჯვება ჩვენი იქნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics