03:32 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 15:58:49, 755 ნახვა

პოლიტიკა
მელია: ჯიხაშკარში ფართო შემადგენლობით ვართ, რათა უბნები დარბევისგან დავიცვათ

ჩვენ მოგვიწია ფართო შემადგენლობით ჩამოსვლა, რათა დავიცვათ უბნები დარბევისგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჯიხაშკარში განაცხადა.

მელიას თქმით, ამ დროისთვის არჩევნები ჯიხაშკარში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

,,უნიკალურ ორ უბანთან ვართ დღეს, სადაც შევარდნენ 8 ოქტომბერს და დაარბიეს. დღეს ჩვენ მოგვიწია ფართო შემადგენლობით ჩამოსვლა, რათა დავიცვათ უბნები მსგავსი ფაქტებისგან. დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული და "ქართული ოცნება" ვაჭრობს ახლა სოფელში, თუკი "ოცნებას" დაუჭერენ მხარს, ამ ადამიანს გაათავისუფლებენ. ჯერ-ჯერობით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და იმედია ასე გაგრძელდება", -  განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics