03:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 14:01:55, 644 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაზე 2 საჩივარი დაიწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში მიმდინარე განმეორებითი კენჭისყრისას დარღვევებზე, ორი საჩივარი დაიწერა.

ცესკო-ს ცნობით, ერთი საჩივარი განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე დაიწერა, მეორე კი საოლქო-საარჩევნო კომისიაში. 

„აღნიშნულ საჩივარში მითითებულია, რომ ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, იმყოფებოდა საკრებულოს ერთ-ერთი წევრი. ინფორმაციის მიღების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ შეუწყვიტა აღნიშნულ პიროვნებას საარჩვნო უბანზე ყოფნის უფლება. გარდა ამისა, ზუგდიდის 38-ე სარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარში მითითებუილა, რომ თითქოს გადასატანი ყუთი უბნიდან გავიდა 09:05 წუთზე, აღნიშნული არ წარმოადგენს დარღვევას, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, გადასატანი ყუთი კენჭისყრის შენობიდან უნდა გავიდეს 9:00 საათიდან ნებისმიერ დროს და დაბრუნდეს 19:00 საათამდე, შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს არანაირ დარღვევას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics