12:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:37:37, 810 ნახვა

საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ერთი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა, სამის კი, სტაბილური

თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი სტაბილური, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 2 ნეიროქირურგიის, კიდევ ერთი კი, თორაკო-აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში.

ცნობისთვის, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში, დაზიანებების მიხედვით, პროფილურ საავადმყოფოებში გაივლიან მკურნალობის კურსს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics