|
2016-10-21 18:12:02, 3922 ნახვა
კულტურა
ბათუმში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში, სასტუმრო რედისონში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერძენიშვილი, განთავსების და ტურისტული ობიექტების, ავიაკომპანიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ,,ტურიზმი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ჩვენი რეგიონის უმთავრესი მიზანია ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, ვიზიტორების მოზიდვა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ოთხივე სეზონზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება ყველა მიმართულებით. ამ კუთხით, აჭარაში ბევრი პროექტი ხორციელდება - ხელი ეწყობა ეკოტურიზმის, სამთო და სათხილამურო, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის, ასევე MICE ტურიზმის განვითარებას. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რეგიონში მართლაც დიდი წინსვლა გვაქვს. სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში ბათუმში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები, ფესტივალები. დღესაც, ქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებას, კერძოდ, ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის ფარგლებშიც 10 დღის მანძილზე ბათუმშს 66 ქვეყნის 728 მონაწილე სტუმრობს. მჯერა, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებას და კონფერენციების, გამოფენებისა თუ მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)