11:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 15:05:46, 713 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

„მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს მიღწევები  მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში აისახება,  რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის კუთხით მიაღწია.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics