|
2016-10-19 14:53:03, 868 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შშმ ბავშვთა ადაპტაციის II ეტაპი მიმდინარეობს
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაციის II კურსს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი გადის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს მომსახურება სარეაბილიტაციო ცენტრ “სანიტასში“ უტარდებათ. ადაპტაციის კურსის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელ სოფიო ბაკურიძესთან ერთად გაეცნო. „სოციალური ადაპტაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს უტარდებათ სხვადასხვა სახის მასაჟი, ღებულობენ ფსიქოლოგის კონსულტაციას, მშობლები კი ეუფლებიან მეთოდიკას, რომლსაც ოჯახში ბავშვების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ“, - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ. ადაპტაციის პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით პროგრამაში ბავშვის ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის კურსი უკვე გაიარა 16-მა შშმ ბავშვმა. წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს უფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, ერთი კურსი მოიცავს 15 დღეს. მომსახურება ფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში 10 ლარით.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)