22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 23:09:27, 731 ნახვა

პოლიტიკა
„ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ“

ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო, მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ, - ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რომლის თანახმადაც, ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, თავიანთ ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რეალური ცვლილების მიღწევა ოთხი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, რაც არ უნდა პროგრესული იყოს ის, ასეთი საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო. მაგრამ არანაირ პოლიტიკურ რჩევას არავის მივცემ. ხალხის გადასაწყვეტია, ანდობენ ასეთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ მხარს დაუჭერენ ოპოზიციურ ძალებს, რომ დააბალანსოს და გაანეიტრალოს ძალთა განაწილება. ვფიქრობ, რომ რეალური ცვლილების მიღწევა ოთხი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics