21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 12:57:34, 700 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი მარკ სენფორდი: დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი

ამერიკელი სენატორი მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა) საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

მარკ სენფორდის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მესამედ იმართება.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიან ისტორიას თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი - და ეს მართლაც ქების ღირსია", - ნათქვამია სენატორ მარკ სენფორდის განცხადებაში.

სენატორის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics