21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 10:57:26, 730 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: „ქართული ოცნების“ მთავრობა პროდასავლურია და ეს დედამიწაზე ყველას მიერაა აღიარებული

 „უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და გუნდი პროდასავლურია და ეს აღიარებუყლია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად უყურებს ფაქტორებს“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხადურის განმარტებით, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დასრულების ეტაპზეა:

„საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები გადადგა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას,  საქართველოს ამომრჩეველი და მოსახლეობა საკმაოდ ბრძენია. მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში ღირსეულად გაართმევს თავს მოსახლეობის ნდობას“,-განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics