08:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 14:14:17, 900 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ "თბილისობის" შესანიშნავი დღესასწაულით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

პრემიერმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა და აღნიშნა, რომ შემოდგომა ხვავისა და დოვლათის სიმბოლოა.

"გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს. ძალიან კარგია, რომ ასეთი მშვენიერი ამინდი დაგვემთხვა. წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა, ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად. თბილისობის დღესასწაული უკვე კარგ ტრადიციად იქცა. თუ არ ვცდები, 22–ე დღესაწაულია უკვე. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავის და დოვლათის სიმბოლო, სწორედ ასეთი ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics