06:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 14:28:55, 731 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი პრემიერს: არჩევნების მშვიდობით ჩატარება თქვენი დამსახურებაა

„არჩევნების მშვიდობით ჩატარება თქვენი დიდი დამსახურებაა, ბატონო გიორგი“,-ასე მიმართა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე.

უწმინდესმა საქართველოს მთავრობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

„დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებიან პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მინდა, მივულოცო მათ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი",-ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics