|
2016-10-09 15:33:56, 821 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიანი: ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, ის გაამართლებს წყალტუბოს იმედებს და შეასრულებს დანაპირებებს. "ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი. 200-მდე შეხვედრა ჩავატარეთ ჯამში მოსახლეობასთან. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. წყალტუბომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გავუმართლებთ წყალტუბოს იმედებს და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს. 57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 68 უბნიდან დათვლილია 66 უბნის მონაცემები.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)