|
2016-10-08 18:27:43, 586 ნახვა
პოლიტიკა
ტუღუში: მარნეულის 48-ე ოლქში „ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, გატაცებულია საარჩევნო ყუთი
მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქში, ყიზილაჯილოს უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს, გატაცებულია საარჩევნო ყუთი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტუღუშის განცხადებით, ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ კანდიდატის თამაზ ნავერიანის მუქარები უძღოდა წინ. „გატაცებული საარჩევნო ყუთი არ დაბრუნებულა უბანზე . პოლიციამ სამწხაროდ ვერ მოახერხა დარღვევების პრევენცია, იყვნენ არაეფექტურები. პოლიციის ნაწილმა უბანი დატოვა, რადგან ისინი ვერ გაუმკლავდნენ სიტუაციას. ეს ისტერია და ძალადობა, რომელიც ჩვენი თვალით ვიხილეთ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე , გამოწვეულია იმით, რომ ისინი გრძნობენ, რომ აგებენ არჩვნებს. ამ ყვეალფერს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, წინ უძღოდა ბატონი ნავერიანის ვიზიტები, როგორც ამ უბანზე ისე, ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც იგი გარეთ შეკრებილ ხალხს ემუქრებოდა-რომ დაკეტავდა საარჩვნო უბანს და არ მისცემდა ხმის მიცემის უფლებას. გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება, როცა დარღვევა დაიწყო, მედიასაშუალების წამომადგენლები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები მომწყვდეულნი იყვნენ შენობაში და მათ აგრედან ლოდებს უშენდნენ. მე ვესაუბრე შსს-ს თქვეს, რომ მობილიზებული იქნებოდა პოლიციის დამატებითი ძალები , მაგრამ ამ დრომდე დეესკალაციას ვერ ვხედავთ“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)