|
2016-10-08 17:01:42, 617 ნახვა
პოლიტიკა
შსს-მ ენმ-ს მხარდამჭერების ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელბის ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს. როგორც უწყებამ "ექსპრესნიუსს" დაუდასტურა, ინციდენტი საარჩევნო უბანთან არ მომხდარა. შეგახსენებეთ, ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ საბურთალოს მე-6 ოლქში ენმ-ს მხარდამჭერ მამუკა კურტანიძეს საარჩევნო უბნის დატოვება აიძულეს, რის შემდეგაც მას და მამამისს ფიზიკურად, 20-მდე პირი გაუსწორდა. „სულ ცოტა ხნის წინ, საბურთალოს მეექვსე ოლქში, 48-ე უბანზე, ჩვენი წარმომადგენელები, მამა-შვილი ირაკლი და მამუკა კურტანიძეები ჯერ აიძულეს დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ, როცა ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 20-მდე პირი მამა-შვილს ჯერ გამოელაპარაკნენ, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ჩვენ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)