|
2016-10-08 15:17:53, 642 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვაზისუბანში 48-ე საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება, თუმცა ასეთი ხარვეზები საარჩევნო პროცესს ყოველთვის თან ახლავს. როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, ვაზისუბნის 48-ე საარჩევნო უბანთან სამწუხარო ინციდენტი მოხდა: „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს საარჩევნო დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვთ, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე ამომრჩეველს მიმართა, იაქტიურონ და საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)