04:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:00:39, 562 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

დავით სონღულაშვილი  უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„დღეს მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და მოვუწოდებ ყველას, თითოეულ გურჯაანელს, მოვიდნენ არჩევნებზე. დღეს, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს არჩევნები სრულიად ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისია. მე ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics