00:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 20:19:16, 810 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - სახელმწიფო დღეს ამის გარანტია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს.

როგორც პრემიერის მიმართვაშია აღნიშნული, ხვალ ხალხი გადაწყვეტს ვის ანდობს ქვეყენას და როგორი საქართველო იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ჩემო თანამემამულეებო! ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ.  ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე. ხვალ ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყანას და როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ხვალინდელი არჩევნების შედეგებს განაპირობებს თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება, თითოეული თქვენგანის ხმა. არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - ქართული სახელმწიფო  არის დღეს ამის გარანტი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მე მჯერა, თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს– სტაბილურობის, ქვეყნის ევროპული მომავლის, სწრაფი განვითარების სამოქალაქო მშვიდობის და  კეთილდღეობის სასარგებლოდ. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენთვის ჩვენს სამშობლოზე წინ არაფერი დგას!“,-ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics