|
2016-10-05 22:55:27, 720 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მუხრან ვახტანგაძის მხარდასაჭერად სპორტული საზოგადოება შეიკრიბა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატების მხარდასაჭერად ბათუმში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატი მუხრან ვახტანგაძის მხარდასაჭერად სპორტული საზოგადოება მთელი საქართველოდან შეიკრიბა. ამომრჩევლების წინაშე წარსდგა თავად მუხრან ვახტანგაძე, რომელმაც ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატობამდე წარმატებული სპორტული კარიერა განვლო. მუხრან ვახტანგაძე ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მუხრან ვახტანგაძე სპორტში სხვა მრავალ ტიტულთან ერთად ატარებს ერთ-ერთ ყველაზე საპატიოს - იგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ ჭიდაობაში. საარჩევნო შეხვედრის ფინალურ ნაწილში მხარდამჭერებს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა. რეგიონის პირველმა პირმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, ასევე შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სულ მალე ბათუმს ექნება ნანატრი სტადიონი, უკვე შენდება ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტის სასახლე, სადაც 2017 წელს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)