20:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 16:49:11, 586 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გზაში აფერხებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აქციის დაწყება დაგვიანდა რადგან მათი აქტივისტების ნაწილმა აქციაზე მისვლა ვერ მოახერხა.

კერძოდ, ბაქრაძის ინფორმაციით, გამიზნულად გათიშეს მეტრო, რათა აქტივისტების გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ.

ვარდების მოედანზე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან   „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით აქტივისტია შეკრებილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია  ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყო და ყოფილ პარლამენტის შენობასთან მსვლელობით დასრულდება.

აქციას პარტიის ლიდერები უხელმძღვანელებენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics