|
2016-10-05 15:17:16, 916 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა და იტალიის ელჩმა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. უწყების ცნობით, იტალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარების მხარდაჭერის შესახებ. მხარეებმა აქცენტი გააკეთეს თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სამხედრო განათლების საკითხებზე. ანტონიო ენრიკო ბარტოლმა და ლევან იზორიამ იტალიის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის საკითხიც განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის ელჩის მოადგილე სტეფანო კრესჩენზი დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)