22:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:03:28, 1381 ნახვა

ეკონომიკა
გაო ხუჩენი: ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია”, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეთანხმება გულისხმობს ჩინეთსა და საქართველოს შორის საქონლის უმრავლესობის საბაჟო გადასახადის განულებას, ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ბაზრის გახსნისკენ, სავაჭრო ნორმების დახვეწასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.

ჩინეთის კომერციის მინისტრის განცხადებით, „ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს. შეთანხმების შედეგად, საგრძნობლად გაღრმავდება ჩვენს შორის რეალური საქმიანი ურთიერთობები. ჩვენ ერთად ავაგებთ ჩინეთის მიერ ინიცირებულ აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს. მიაღწევს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება, რაც, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს რეგიონალურ განვითარებას“.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics