22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 17:39:48, 1369 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: ტექსტილის საწარმო, რომელიც 1500 ადამიანს დაასაქმებს, ფოთში 6 თვეში ამოქმედდება

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს. 

შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნეს-პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს. კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.  

„რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 6 თვეში აქ უკვე იდგება ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეს  რეალურია და ამ ყველაფრის   მომსწრეები თავად გახდებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე დახარჯავს.  

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აჭარა ტექსტილი“ წარმატების მხოლოდ ერთი მაგალითია იმ 205 საწარმოდან, რომელსაც სახელმწიფომ მხარი დაუჭირა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და რომლის დახმარების შედეგად ჯამურად 445 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს. 

შპს „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”.  კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია,  საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.

ახალი საწარმოს საძირკველის ჩაყრის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics