|
2015-03-15 13:40:10, 994 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა: ბრალდებები შეთითხნილია და შიზოფრენიკი მანიაკის მოთხოვნას ასრულებს
"ბრალდებები შეთითხნილია და შიზოფრენიკი მანიაკის მოთხოვნას ასრულებს",-ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც დამძიმებული ბრალის გათვალსიწინებით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. უგულავას თქმით, მის მიმართ წარმოებული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. "ბრალდებები არის შეთითხნილი და ასრულებს შიზოფრენიკი მანიაკის მოთხოვნას. თქვენი უფროსობა ლაქიებივით დარბიან სოლოლოაკში. თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო ჩემი დაჭერა არჩევნების წინ და ახლა გამიშვებთ აქციების წინ? დღეს არის მოტყუებული ქვეყანა და გადაგდებული ხალხი, ოქროს მთების ნაცვლად კი მივიღეთ ცისფერი მთები,"- განაცხადა გიგი უგულავამ. მან პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა და აღნიშნა, რომ არც ერთ პროცესზე დასწრებას აღარ აპირებს. შეგახსენებთ, გიგი უგულავას ბრალდებები დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)