22:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 13:24:40, 687 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: დღეს მივემგზავრები საქართველოში, გამაცილეთ თქვენი ლოცვით

გამაცილეთ ლოცვით, რომ  შევძლო მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების დათესვა, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დღეს მივემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. გთხოვთ, გამაცილეთ თქვენი ლოცვით, რომ  შევძლო მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების დათესვა”, - წერს პანტიფიკოსი.

ცნობისთვის, რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე ელოდებიან.

პირველივე დღეს, პაპი გიორგი მარგველაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს შეხვედრას.

პირველივე დღეს პაპი ასევე ეწვევა საპატრიარქოს, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

2 ოქტომბერს პაპი ფრანციკე ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წამომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics