|
2016-09-29 16:14:20, 694 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივებისთვის შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებს, საგზაო ინფრასტრუქტურის,სასმელი და სარწყავი წყლის საკითხების მოწესრიგებას. მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაბანეურის ტყე-ნაკრძალით სარგებლობის საკითხი. გელა სამხარაულმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სოფლის განვითარების პერსპექტივებზე. „ჩემთვის პრინციპულია,არა მხოლოდ თქვენი სოფლისთვის,ზოგადად ახმეტელებისთვის ტყის რესურსით სარგებლობის უფლების დაბრუნება. მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქვს თავისი ბუნებრივ კლიმატური მახასიათებლები, რომლის სწორად დაგეგმვა- გამოყენების შემთხვევაში, მცირე მეურნეობებიც კი ოჯახებისთვის კარგი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენ დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა გელა სამხარაულმა. (NS)
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)