|
2016-09-29 15:44:01, 966 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „მინდა, ამ მძიმე წუთებში, მთელი ქართველი ერის სახელით, თანადგომა გამოვუხატო ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელ ხალხს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს ებრაელი ხალხის გამორჩეული შვილის, ბატონი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ბატონი შიმონ პერესი იყო ლეგენდარული ადამიანი, არა მარტო ისრაელის სახელმწიფოსათვის, არამედ მსოფლიო პოლიტიკისთვისაც. იგი იდგა ახალი სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან და ექვს ათულ წელზე მეტ ხანს ემსახურა თავის სამშობლოს. ებრაელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს", - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის სამძიმრის წიგნში დატოვა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)