|
2016-09-28 15:23:09, 1196 ნახვა
ეკონომიკა
„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება
„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში, - ამის შესახებ პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group“-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას გახდა ცნობილი, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ პრეზენტაციისას შედგა. შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის „Golden Tulip“-ის“ ფუნქციონირების დაწყებას. მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო „ფირუზას“ შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5000-მდე სასტუმროში, ასევე „Golden Tulip“-ის“ ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი. „ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 2016 წელს „ფირუზას“ მფლობელმა კომპანიამ „ვორლდფაუნდ იუნივერსალ“-მა გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან „Golden Tulip“. „Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში ხოლო მე-2-ე ადგილზე ევროპის მასშტაბით. უშუალოდ „Golden Tulip“-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში. „Louvre Hotels Group“-ში ასევე შედის ისეთი ცნობილი სასტუმროების ქსელები, როგორიცაა „Première Classe“, „Campanile“, „Kyriad“, „Kyriad Prestige“, „Tulip Inn“, „Royal Tulip“. „Golden Tulip“-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ „ინტურისტში“ გაიხსნება. კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალი“ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.
(NS)
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)