|
2016-09-28 13:40:36, 1204 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ყველაფერი მიდის ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის გუშინ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, თუ საქართველოში რამე რევოლუციური უნდა მოხდეს, ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება. მისივე თქმით, არჩევნებს ”ნაციონალური მოძრაობა” იგებს და ის ჩაივლის მშვიდ გარემოში. ”ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა არჩევნებში კენჭს იყრის. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, უეჭველად და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. თუკი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იქნება არჩევნების შემდეგ. ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობის, ეს იქნება რევოლუციური განათლების რეფორმა. მართლაც, ამ რეფორმებს რევოლუციურად ჩვენ გავატარებთ. არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად და ივანიშვილი ვერაფერს არევს. ყველაფერი მიდის მისი გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ და შემდგომი საქართველოს განვითარებისკენ. ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებთ საქართველოში აღმშენებლობას, პროგრესს და განვითარებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)