10:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:21:37, 717 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ეუთო-ს გენერალური მდივნის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და ღია გარემოში მიმდინარეობს. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლამბერტო ზანიერს საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისათვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics