09:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:17:31, 615 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაძე: სოხუმს დავიბრუნებთ, თუ შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე გაუმჯობესდება

ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს, რაიმე ძალის გამოყენებით და დაპირისპირებით, - ამის შესახებ "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სოხუმის დაბრუნების ერთადერთი შანსი შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის მაღალ დონეზე მოწყობაა.

"სოხუმის დაბრუნების ერთადერთი შანსი არის ის, რომ ჩვენ უნდა შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე ისე უნდა მოვაწყოთ, რომ აფზახებისთვისაც და ოსებისთვისაც მიმზიდველი იყოს. უნდა აშენდეს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკით. ამის ნათელი მაგალითია ჯანდაცვის წარმატებული პროექტი, როდესაც სოხუმიდან აფხაზები გადმოდიან სამკურნალოდ, საოპერაციოდ. ასეთი ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ერთამენთს უნდა ვაპატიოთ, ყველამ თავისი წილი შეცდომა დაუშვა. დიდი დრო გავიდა უნდა დავიწყოთ ერთამენთისკენ წინსვლა", - განაცხადა ტყემალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics