09:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 15:01:39, 1258 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის პრესსპიკერი: საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება სჭირდებათ.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოონ და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საზოგადოებაში რეალურად დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა.

„საარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია, რომლესაც პასუხი უნდა გაეცეს პირველ რიგში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. ასევე უნდა გაეცეს იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს და რათა პოლიტიკურ გარემოცვაში შესაძლოა, ნაცვლად არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც  გარკვეული დესტრუქციული მიზნები და წარმოდგენები აქვთ“,-აღნიშნა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics