|
2016-09-27 13:40:42, 1008 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები დააჯილდოვეს
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროსმა სამხედრო მრჩეველმა და ამჟამად უკვე საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრებს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დაჯილდოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებიც გიორგი თუხარელი და ლევან დგებუაძე. ავღანეთში საქართელოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი 2013 წლიდან მუდმივად ფუნქციონირებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრების მთავარ საქმიანობას ავღანეთში ქართული კონტიგენტის საინფორმაციო მხარდაჭერა წარმოადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)