17:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:43:44, 693 ნახვა

საზოგადოება
ხუნდაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაში ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა

ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, დიმიტრი ხუნდაძისა და ამომრჩევლების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეკრებილებს სიტყვით ზაზა პაპუაშვილმა, გოგი ქავთარაძემ, გია ჯაფარიძემ, აკაკი მესალბიშვილმა, ნანა ხურითმა მიმართეს. როგორც რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის პროექტებთან ერთად, დიმიტრი ხუნდაძის სახელს უკავშირდება დემოგრაფიული პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ამავე საკითხებზე ისაუბრა ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, ამ დემოგრაფიული პროგრამების განხორციელების შემდეგ ონში შობადობა გასამმაგდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამუშაოზე ისაბურეს მისაქცილის მცხოვრებლებმაც.

მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში, მცხეთაში და კონკრეტულად მისაქციელში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დიმიტრი ხუნდაძესთაბ შეხვედრას მისაქციელში ასობით ადამიანი ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics