|
2015-03-13 16:55:16, 536 ნახვა
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს საპარლაემნტო უმრავლესობის წევრებმა ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სახით ღირსეული შვილები დაკარგა. „პარლამენტის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ეს არის ქვეყნის დიდი დანაკლისი. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ღირსეული შვილები დაკარგა, რაც სამწუხაროა. მწუხარებას ვიზიარეთ“, – აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, დეპუტატმა დავით საგანელიძემ ქართველი კურსანტების დაღუპვას ტრაგედია უწოდა. „ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, ერისთვის, ქვეყნისვის. ახალგაზრდები, რომლებმაც ალბათ თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთში გააკეთეს ის, რომ თავისი ქვეყნის დიდი სიყვარულით, დიდი ცოდნა შეიძინეს, ალბათ ამ ცოდნას ქვეყნის სიკეთეს მოახმარდნენ. სადა არის ჩასაფრებული ეშმაკი, ხანდახან არავინ იცის. ვწუხვარ, რომ ამ დიდი ტრაგედიის მოწმეები ვართ“,– განაცხადა საგანელიძემ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ტაძარში მოქალაქეები მიდიან და დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებენ. ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, აშშ–ში საქართველოს ელჩი იმყოფებოდნენ. იქ ამ დროისთვის პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)