04:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 16:11:26, 703 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს უმაღლეს განათლებაში

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.

ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვლმა აქცენტი ახალგაზრდების განათლებაზე და დასაქმებაზე გააკეთა:

 „ვგეგმავთ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების მიმართულებით, ვგეგმავთ, რომ ავამაღლოთ პრესტიჟი პროფესიული განათლების და ჩვენმა ახალგაზრდებმა აღარ დახარჯონ 4 წელი იმისთვის , რომ ისწავლონ ის პროფესიები, რომელიც საქართველოში არ არის მოთხოვნადი. ეს არის ძალიან თამამი განაცხადი მაგრამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო რესურსით არ წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ ისწავლონ ის პროფესიები,რომლებიც არ არის მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ ვახდენთ პრიორიტეტების გადასინჯვას და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა დავხარჯოთ და იმ მიმართულებებზე რომელიც საჭიროა. 

  დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივაზე, სოციალურ პრობლემებზე. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ყაველაშვილმა ამომრჩეველს საქმის ერთად კეთებისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ ის იქნება ხიდი გამგეობასა და მოსახლეობას შორის. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics