04:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 16:01:07, 631 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 12 000-მდე ადამიანს  საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაუკანონდა.

თუმცა, ბექა ნაცვლიშვილმა იმედი გამოთქვა, ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ:

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება  მაგრამ დიდი იმედი გვაქვს არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი",-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics