04:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:36:27, 734 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია: ძალიან მცირეა იმ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ხმას დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ძალიან ბევრი სამხედრო მოსამახურე არჩევნებზე ხმას  რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემს და  სპეციალურ სიაში   შეყვანილი ჯარისკაცების რაოდენობა ძალიან მცირე იქნება.

თუმცა, როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალური სიები ყველა ოლქში დადგენილ ვადაში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე  დამტკიცდება და გაირკვევა, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი მისცემს ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და რამდენი-დისლოკაციის ადგილის მიხედვით:

"ყველა სამხედრო ნაწილის მეთაურმა არჩევნებამდე 25  დღით ადრე, შესაბამის საარჩევნო კომისიებს მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ სიაში შესაყვან ამომრჩეველთა შესახებ, რომლებიც   დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ ხმას.  ისინი შედიან სპეციალურ სიებში. ეს ადამიანები მიემაგრებიან ყველაზე ახლომდებარე  ჩვეულებრივ სამოქალაქო უბანს. სპეციალური სიები ყველა ოლქში დამტკიცდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და იქნება ცნობილი, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება შეყვანილი კონკრეტულ უბანზე. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ძალიან ბევრი სამხედრო მოსამახურე ხმას მისცემს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ძალიან მცირეა ის რაოდენობა, რომლებიც სპეციალურ სიაში იქნებიან  შეყვანილი და დისლოკაციის ადგილის მიხედვით მისცემენ ხმას",-განაცხადა ცესკო-ს თავმჯომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics